მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ სადახლოში მდინარე
ბანუშაჩაიზე არსებული საავტომობილო ხიდის
დემონტაჟისა და ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,281,841.00 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღწერილია,რომ ხიდის ბურჯები მდინარემ
გამოერეცხა, რაც გამოიწვია მათი დაზიანება. ორი ბურჯი უკვე
ჩამონგრეულია, ხოლო შუა ბურჯი ნახევრად ჰაერშია, რაც ხიდის გადაკეტვას
და ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. ხიდი არ ქევებდებარება
აღდგენას.
გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 180
კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. პროექტი მთლიანად სახელმწიფო
დაფინანსებით ხორციელდება.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა 9-დან 11 ნოემბრის პერიოდში შეეძლებათ.