მარნეულის მერიამ საახალწლოდ ქუჩების მორთვისათვის 165 200 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული თანხით გეგმავს საახალწლო
მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის
განახლება-აღდგენის სამუშაოების შესყიდვას.
ტენდერის მიხედვით, საახალწლოდ იგეგმება 16 ადგილის მორთვა ქალაქ
მარნეულის ტერიტორიაზე.
ეს ადგილებია:
- 26 მაისის ქუჩაზე სკვერამდე მილის არკის
მორთვა
- 26 მაისის ქუჩა - სკვერი „კიდევაც
დაიზრდებიან“
- 26 მაისის ქუჩის მოედანი-შადრევანი განათდეს
ილუმინაციებით
- 26 მაისის ქუჩა მოედნის შემდეგ განათდეს ყიზილაჯლოს
ხიდამდე
- სამედ ვურღუნის ქუჩაზე მოირთოს მოედანი
დასაწყისში
- რუსთაველის ქუჩაზე მაღალაშვილის ხიდი
- სამედ ვურღუნის ქუჩაზე მოირთოს მოედანი რკინისგზის
გადასასვლელთან
- მერიის შენობა, კულტურის სახლი
- მერიის მიმდებარე სკვერი
- კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი
- მოედნიდან რუსთაველის ხიდამდე
- ხიდიდან ბაზრამდე
- ბაზრიდან არხამდე
- არხიდან ათაჰოლდინგამდე
- ათაჰოლდინგიდან სამედ ვურღუნის მოედნამდე
- მერიასთან ნაძვის ხის აწყობა და დაშლა
- საჭიროებისამებრ დამატებით 3 (სამი) ლოკაცია
შემსყიდველთან შეთანხმებით
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 8-11 ნოემბრის
პერიოდში შეეძლებათ.
გარდა ამისა, ადგილობრივმა თვითმმართველობას 2025 წლის დადგომასთან
დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო
ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 91 350 ლარიანი
ტ
ენდერი
აქვს გამოცხადებული. აღნიშნული თანხა 26 395 ლარით აღემატება წინა
წელს ამავე მიზნით გამოცხადებულ ტენდერის საფასურს.