USAID-ის დაფინანსებით და გაერთიანებული ერების საქართველოს
ასოციაციასთან
(UNAG) პარტნიორობით ამერიკული ორგანიზაცია PH International იწყებს
ბიზნეს ინგლისურის A2 დონის 4-თვიან კურსს.
15 -29 წლის ახალგაზრდებისთვის. აღნიშნული კურსი თითოეულ ლოკაციაზე
ხორციელდება UNAG-ის ეგიდით შექმნილი ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე
და ამ ცენტრებთან უშუალო პარტნიორობით.
კურსის მიზანია, განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების
ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო/ბიზნეს კონტენტზე დაფუძნებული
სწავლების მეშვეობით. სწავლების ეს მეთოდი აერთიანებს
სამეწარმეო
განათლებას და ბიზნეს ინგლისურს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა
ბენეფიციარების წინსვლას კარიერულ თუ კერძო ბიზნესის განვითარების
გზაზე.
„ 4-თვიანი ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს 60 საათიან
ინსტუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში, კურსი ორიენტირებულია ბიზნეს
ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები, ბიზნეს გეგმის
შემუშავების საწყისები, სოციალური მედიის გამოყენება მარკეტინგული
მიზნებისთვის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება. ინგლისური ენის
კურსი ტარდება კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში. ენის კურსს
უძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები. „
ინგლისური ენის შემსწავლელი გჯუფები თითეულ ლოკაციაზე დაკომპლექტება
20 მოტივირებული ახალგაზრდისგან, რომელთა შერჩევა მოხდება კონკურსის
საფუძველზე. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდული ცენტრების
წევრ აპლიკანტებს.
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 საათის განმავლობაში,
ორშაბათსა და ხუთშაბათს 19:00-დან 21:00 საათამდე. ენის კურსს
წარუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.
პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრონ გაკვეთილების
70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე
დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით). წინააღმდეგ
შემთხვევაში დადგება მოცემული მონაწილის სარეზერვო კანდიდატით
ჩანაცვლების საკითხი.
ონლაინ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/LZmmvTAh2kEa8zAU8
აპლიკაცების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 ნოემბერი, 23:00
საათი.
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: 557 669 651