როვშან ისკანდაროვის მომდევნო სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება
დღეს, პირველ ნოემბერს, მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში როვშან ისკანდაროვისა და ეთიბარ ისკანდაროვის აღკვეთის ღონისძიების საქმე განიხილეს. როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი არჩევნების გაყალბებაში ედებათ.

სასამართლომ ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას განაცხადა, რომ ორივე ბრალდებული 31 ოქტომბერს დააკავეს.

„ბრალდებულ როვშან ისკანდაროვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს პატიმრობა. ბრალდებულ როვშან ისკანდაროვს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დროიდან, 2024 წლის 31 ოქტომბრის 02 საათი და 29 წუთიდან. ბრალდებულ ეთიბარ ისკანდაროვის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა. ბრალდებულ ეთიბარ ისკანდაროვს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების
დროიდან, 2024 წლის 31 ოქტომბრის 02 საათი და 30 წუთიდან“
. - განაცხადა მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა

მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ მარნეულში არჩევნების გაყალბებაში მონაწილე პირი დაკავებული იყო.

„მარნეულის შემთხვევა. ის ადამიანი დაკავებული არის და მიდის საქმის გამოძიება“. - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

ისკანდაროვების დაკავებას არც ერთი უწყება არ ადასტურებდა.
დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მარნეულში არჩევნების გაყალბებაში მონაწილე პირები დაკავებულები იყვნენ.

26 ოქტომბერს „ჩემი ხმის“ დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, თუ როგორ ყრის ბიულეტენებს როვშან ისკანდაროვი სოფელ სადახლოში გახსნილ N69 საარჩევნო უბანზე. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ N69 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყვიტა და უბნის შედეგები ბათილად გამოაცხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები