მარნეულში არჩევნების გაყალბებაში მონაწილე პირები - „ტვ პირველის“ საგამოძიებო მასალა
არჩევნების გაყალბების შესახებ „ტვ პირველის“ საგამოძიებო გუნდის მიერ მომზადებულ მასალაში მარნეულში არჩევნების გაყალბების შემთხვევებზეცაა საუბარი. მაია ნავერიანი, მირზა დარგალი, თურალ მუსტაფაევი - ეს იმ პირების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ საგამოძიებო მასალაში მოხვდნენ.

მასალაში ფიგურირებს მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ნავერიანიც. ნავერიანი ახლაც მარნეულის მერიაშია დასაქმებული.

არჩევნებზე ის მარნეულის N4 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორად
მუშაობდა. საგამოძიებო მასალიდან ჩანს, რომ სწორედ რეგისტრატორები წარმოადგენდნენ არჩევნების გაყალბების მთავარ რგოლს.

უბანზე გადაღებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მოქალაქეები სხვა პირების პასპორტებითა და პირადობის მოწმობებით მაია ნავერიანთან მიდიოდნენ და ასე ცდილობდნენ ხმის მიცემას. დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა რამდენიმე მოქალაქეს, ვინც სხვისი პირადობებით ცდილობდა ხმის მიცემას, არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალეს.

„ტვ პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტები მაია ნავერიანის ჩაწერასაც ცდილობდნენ, მაგრამ ის კამერებს დაემალა - ნავერიანის ქმარი კი ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საგამოძიებო მასალაში საუბარია კიდევ ერთ რეგისტრატორზე, თურალ მუსტაფაევზე, რომელიც აზიზქენდის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა. ბრალდებებზე პასუხის მისაღებად ჟურნალიტები მუსტაფაევის სახლში მივიდნენ, მუსტაფაევის მამამ კი მის 32 წლის შვილს ჟურნალისტებთან გასაუბრების უფლება არ მისცა.
არჩევნების დღეს მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარის, „ქართული ოცნების“ წევრის ზაურ დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას უცხო პირი. მოქალაქეს მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამკვირვებლებმა არ მისცეს. საგამოძიებო მასალაში მირზა დარგალის შემთხვევასა და სხვა ქეისებზეცაა საუბარი, როდესაც მოქალაქეები სხვისი პირადობებითა და პასპორტებით ცდილობდნენ ხმის მიცემას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ცხოვრობს ქალი, რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც სხვა ცდილობდა ხმის მიცემას.
სიუჟეტში ხმების გაყალბების სქმეის აღწერისას ტელევიზიამ დაასახელა ე.წ ქოლ-ცენტრებისა და „კაპიტნების“ ჩართულობა საარჩევნო პროცესში. „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავრცელებული ინფომაციის მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანთან ახლოს მდებარეობდა ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ან პარტიისაგან დაშინებული ამომრჩევლის აქტივობას აკონტროლებდა. ე.წ ქოლ-ცენტრების კოორდინატორებს კი კაპიტნებს ეძახდნენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს - მოითხოვენ, რომ არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო კომისიამ განმეორებით ჩაატაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345