გიგლა წიფიანი ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტი გიგლა წიფიანი, ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ავრცელებს. 

“ლას-ვეგასში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ვეტერან ძიუდოისტთა შორის.შეჯიბრის პირველი დღე წარმატებული აღმოჩნდა მარნეულელი მოჭიდავეებისთვის, გიგლა წიფიანმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს გიგლას მიღწეულ წარმატებას.”
- წერს

მარნეულის სპორტული სკოლა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის წევრი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ეთერი: JudoTV.com

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები