“ადამიანი ადამიანისთვის მზეა” - ამ სახელწოდებით, 10 ნოემბერს, რომან
ზოიძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო კონცერტი
გაიმართება.
სკოლის პედაგოგის, დალი კეკელიძიე თქმით, თანხას ორი შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
შეაგროვებენ. აქტივობები 11 საათზე დაიწყება.
“ჩვენი სკოლის ეზოში ტარდება საქველმოქმედო ფესტივალი, რომლის
ფარგლებშიც იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული
აქტივობები, მუსიკალური ნომრები. ასევე გვექნება სხვადასხვა ნუგბარი
და აზერბაიჯანული ჩაი სამოვარით.
გელოდებით სიყვარულით. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე.” -
ამბობს დალი კეკელიძე.
საქველმოქმედო ღონისძიებებს სკოლა რამდენიმე წელია მართავს.