ქალაქ მარნეულში მუსხელიშვილის ქუჩაზე, N6 საჯარო სკოლის მიმდებაედ, 7
ახალ კორპუსს ააშენებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე,
დაამტკიცა მუსხელიშვილის ქუჩაზე ახალი კორპუსების აშენების დეტალური
გეგმა.
„ქალაქ მარნეულში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, იგეგმება 7
ერთეული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მოწყობა. ასევე, იგეგმება
სპორტული მოედნის მოწყობა, სკვერის მოწყობა, პარკინგების მოწყობა და
საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი
ლამაზი უბანი შეემატება ქალაქ მარნეულს და ძალიან კარგი იქნება თუ
განხორციელება ეს პროექტი“. - განაცხადა მარნეულის
მერიის წარმომადგენელმა საკითხის მოხსენებისას
მისი განმარტებით, ახალი საცხოვრებელი კორპუსები 2.5 ჰექტარ
ტერიტორიაზე განთავსდება.
პროექტს შპს მმკ გრუპი განახორციელებს. შპს მმკ გრუპი 2021 წელს
დაფუძნდა. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი დავით
მურადაშვილია.
მარნეულის საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს და ყველა
მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
რადიო „მარნეული“