მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მოქალაქეებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტირებაში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ამირან გიორგაძემ
6 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის
პროექტის მარნეულის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა და
მოქალაქეებს წინადადებების შეტანა უკვე შეუძლიათ.
დღეს, 7 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ განცხადება
გაავრცელა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს საქართველოს
ორგანული კანონის 91-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების
შესაბამისად, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ მარნეულის
მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს.
გთხოვთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ
ფოსტაზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ან წერილობით მოგვაწოდოთ შემდეგ
მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული,
მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება“. - აღნიშნულია
მარნეულის საკრბეულოს განცხადებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადების მიხედვით,
მოქალაქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნებისა და წინადადებების
შეტანა 25 ნოემბრამდე შეეძლებათ.
ბიუჯეტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის
ვებგვერდზე.
რადიო „მარნეული“