11 ნოემბერს, მარნეულის კულტურის ცენტრში პერფორმანსი „ძახილი“
გაიმართა.
წარმოდგენა მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეს მიეძვნა. კულტურის
ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო შავიშვილის თქმით, ეს იყო „ძახილი“
წარსულიდან იმის უკვდავსაყოფად, რომ გვახსოვდეს ადამიანები, ვისზეც
საქართველოს ისტორია და მისი მომავალი დგას.
„როგორც მოგეხსენებათ, ჯავახიშვილის დაბადების დღესთან
დაკავშირებით, ყოველწლიურად გარკვეული ტიპის ღონისძიებებს გეგმავს
მარნეულის კულტურის ცენტრი. წელს გადავწყვიტეთ ამას ჰქონოდა
პერფორმანსის სახე. აღნიშნული პერფორმანსით ჩვენეული ხედვა
წარმოვაჩინეთ იმ დროის და იმ მოცემულობის, როდესაც ჩვენი საზოგადო
მოღვაწე და მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი საზოგადოებამ მიზანში ამოიღო
და დახვრიტა. შესაბამისად, ეს ემოცია და ენერგეტიკა გვინდოდა
გადმოგვეცა საზოგადოებისთვის. რაც მთავარია, გვინდოდა ეს ყოფილიყო
ძახილი წარსულიდან იმის მუდმივად სამახსოვროდ, რომ ჩვენ უნდა
გვახსოვდეს ის ადამიანები, ვისზეც დგას საქართველოს ისტორია და მისი
მომავალი.“ - თქვა ნატო შავიშვილმა
ნატო შავიშვილის თქმით, აღნიშნული პერფორმანსის ჩვენება
მუნიციპალიტეტში სხვა დროსაც გაიმართება. წარმოდგენა კი სამომავლოდ
სპექტაკლის სახეს მიიღებს.
„მონაწილეებში იყვნენ ადამიანები პროფესიონალები და ასევე
ჩვენი მომავალი თაობა, რომლებიც სწორედაც რომ პირველად ეზიარნენ
როგორც ხელოვნების ამ დარგს, ასევე იმ ემოციებს, რომლებიც მათ აქ
გაუჩნდათ აღნიშნულ პერფორმანსში მონაწილეობისას და რაც მთავარია,
მაყურებლებშიც იყვნენ ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს მომავალ
თაობას. ეს პერფორმანსი იყო პრეისტორია იმ ამბისა, რომელიც აუცილებლად
გარდაიქმნება სამომავლოდ სპექტაკლად და გვაქვს იმედი, რომ უფრო მეტის
თქმას მოვახერხებთ სპექტაკლით. ჩვენ ამის პრაქტიკა გვაქვს.“
- თქვა ნატო შავიშვილმა
პერფორმანსის რეჟისორი ტატო გელიაშვილია, პიესა ელენე შალუტაშვილის
ეკუთვნის, ხოლო მუსიკალური ნაწარმოები, მიხეილ ზაქაიძეს(Michél).
მსახიობები:
- ზურა ხაფთანი
- მარიამ ჭოხონელიძე
- ქეთევან აბაშიძე
- თათია თათარაშვილი
წარმოდგენაში მონაწილე ბავშვები:
- რეჟისორის ასისტენტი - დავით ჭკადუა
- ბარბარე შუბითიძე
- ცოტნე გურგენიშვილი
- ლაშა რობაქიძე
- ალისა აბასოვა
- დავით აბდელანი
- დავით მაკარიანი
- ანიტა ლევანიძე
- ტასო დუდუჩავა
- ლაშა გოცირიძე
- ნათია ლებანიძე
- ალსუ ბოზდიევა