მარნეულის მერიამ ორ უბანში სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 41 413 ლარის გამარტივებული შესყიდვები გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში ორ ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობისათვის ორი გამარტივებუი შესყიდვა შპს „ფილა 2010“-თან გააფორმა. გამატივებული შესყიდვების მიხედვით, ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება.

ქალაქ მარნეულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობისათვის 31 554 ლარის და 99 თეთრის ღირებულების, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე 9 859 ლარის და 89 თეთრის ღირებულების ხელშეკრულებებია გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში მარნეულში 14 სკვერის მოსაწყობად გამარტივებული წესით ხელშეკრულებები ასევე „ფილა 2010“-თან გააფორმა. სკვერების მოწყობისათვის „ფილა 2010“-თან მარნეულის მერამ 714 261 ლარის ღირბეულების ხელშეკრულებები გააფორმა.

„მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივი საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. ინიციატივის ფარგლებში მთავრობამ თანხა გამოიყო საქართველოს 54 მუნიციპალიტეტისათვის, ხოლო პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში უნდა განხორციელებულიყო მოსახლეობას თავად უნდა აერჩია.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიიდან ოფიციალური წერილის პასუხად, წერილობით, აცნობეს, რომ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში მოქალაქეებთან კონსულტაციები გაიმართა. მარნეულის მერია არ აკონკრეტებს თუ რომელ დასახლებულ პუნქტებში გაიმართა კონსულტაციები, რამდენი მოქალაქე იღებდა მასში მონაწილეობას და კონკრეტულად ვინ ატარებდა აღნიშნულ კონსულტაციებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 20 000 000 ლარი გამოიყო, რომელიც 54 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა. მარნეულის მერიამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 756 716 ლარი მიიღო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345