"მოუსმინეთ ხალხის ხმას!" - მარნეულის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო შავიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სრულად ემიჯნება ძალადობას. მიიჩნევს, რომ აქციებზე მომავალი დგას, გულწრფელი, განათლებული და მებრძოლი ახალგაზრდები.

ნატო შავიშვილი  ის იშვიათი მარნეულელი საჯარო მოხელეა, რომელიც ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“ძალადობა არ მართლდება!!! შეფასების დროს ,,მაგრამ,, არ იწერება!!! ძალადობის კადრებზე არ იცინიან!!!! ახსნას არ უძებნიან!!! იქ თქვენი/ჩვენი მომავალი
დგას! სრულიად გულწრფელი, განათლებული, მებრძოლი და შეუპოვარი ახალგაზრდები! რომლებიც გააზრებულად იბრძვიან ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის! ვისაც ცრემლებამდე ტკივა! ვისაც საკუთარი ისტორიის წიგნის ერთი ფურცელი მაინც გადაუშლია იცით, რომ სულ ასე იყო. ახალგაზრდების მხრებზე იდგა გამარჯვებები და არა ძვლებში შიშგამჯდარი ადამიანების! ვუყურებ ამ ისტერიულ დაცინვას, ვკითხულობ მუქარებს ბიძაკაცებისგან, მამებისგან... ვის ამტვრევთ ძვლებში?! საკუთარ შვილებს სახლებში თუ აკავებთ ან შეიძლება ვერც, ის მაინც გაიაზრეთ თქვენი შვილის ტოლი თაობა დგას იქ, თქვენი შვილის მეგობრები, თქვენი ნათესავები და მათი შვილები!!! რუსეთის წინააღმდეგ ნაომარო კაცებო გაიაზრეთ ვის ემუქრებით?! ან მათ მინდა ვკითხო ვინც თავად ყოფილა ძალადობი მსხვერპლი, ახლა რას ამართლებთ??? მოუსმინეთ ხალხის ხმას!!! მოუსმინეთ!!!!!!!!” -
წერს შავიშვილი



ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას მერვე დღეა აპროტესტებენ ქალაქსა და რეგიონებში. საპროტესტო აქცია გაიმართა მარნეულში 4 დეკემბერს, რასაც მარნეულის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისგან დაცინვის ტალღა მოჰყვა. თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები დასციანიან აქციის მონაწილეებს, შენობიდან აქციის მონაწილეებზე გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებენ და დამცინავ შეფასებებს აკეთებენ.

ვრცლად:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12