მარნეულის მერიამ დღესასწაულებზე მისალოცი ბანერების დასამზადებლად 18
000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობა ბილბორდებით მუნიციპალიტეტს ახალ წელს,
შობას, ნოვრუზ ბაირამს, მარნეულობას, აღდგომასა და მარიამობას
მიულოცავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მერია ბილბორდებს შემდეგი
რაოდენობით შეიძენს:
- 6 ცალი - ნოვრუზ ბაირამის ბილბორდი
- 6 ცალი - აღდგომის ბილბორიდი
- 3 ცალი - მარიამობის ბილბორდი
- 5 ცალი - მარნეულობის ბილბორდი
- 5 ცალი - საახალწლო ბილბორდი
- 5 ცალი - საშაბაო ბილბორდი
ბანერების მონტაჟი მუნიციპალიტეტში დღესასწაულების შესაბამისად
განთავსდება. ტენდერში მონაწილეობა მურველ კომპანიებს 14-16 დეკემბრის
პერიოდში შეეძლება.
გამარჯვებული ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს სამუშაოები 2025 წლის
1-ლი იანვრიდან არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
მიაწოდოს.