მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწას ასხვისებს.
მარნეულის მერიამ ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული 201
კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის
მიზნით აუქციონი 2 დეკემბერს გამოაცხადა და 16 დეკემბერს
დასრულდება.
გასასხვისებელი მიწის ნაკვეთი ქალაქ მარნეულში, რუსთაველის და
გიორგაძის ქუჩების კვეთასთან მდებარეობს. გიორგაძის N1 საცხოვრებელი
კორპუსის წინ.
„მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ მარნეულში, რუსთაველის
ქუჩაზე და მისი ფართი შეადგენს 201 კვ. მეტრს.
მიწის ნაკვეთზე როგორც მიწის ქვეშა ასევე, მიწის ზედა ხაზოვანი
ნაგებობის არსებობისას მყიდველი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს ნებართვების მოპოვება და კომუნიკაციის
გადატანა“. - აღნიშნულია აუქციონის აღწერაში
მარნეულის მერიამ აუქციონის საწყის ფასად 50 250 ლარი მიუთითა.
ვაჭრობის ბიჯის ფასი 2 512 ლარი და 50 თეთრია.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას ამავე ტერიტორიაზე მეორე მიწის
ნაკვეთის გასხვისებისათვისაც ჰქონდა აუქციონი გამოცხადებული. მეორე
მიწის ნაკვეთი ასევე რუსთაველისა და გიორგაძის ქუჩის კვეთასთან, გზის
პირას, მდებარეობდა.
აუქციონის აწერაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის გარკვეულ ფართს
ყავს თვითნებური მოსარგებლე.
აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისებისათვის გამოცხადებული აუქციონი
მარნეულის მერიამ შეწყვიტა.
რადიო „მარნეული“