მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიოტორიაზე გარემოვაჭრეებს ადგილს კიდევ
ერთხელ ატოვებინებენ.
თვითდასაქმებულების ნაწილი დახლებს ამდრომდე იღებს, ნაწილი კი
ვაჭრობას განაგრძობს.
როგორც გარემოვაჭრეები ჩვენთან პირად საუბარში განმარტავენ,
ტერიტორიის დატოვება და ბაზრის შედა ტერიტორიაზე გადასვლა დაწესბული
გადასახადების გამო არ სურთ.
მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურს საჯარიმო საქციები დღეა
არ გამოუიყენებია. როგორც რადიო “მარნეულთან” მიცემულ ინტერვიუში
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გიორგი
მუმლაძე გნმარტავს, მათი “პრიორიტეტი” დაჯარიმება არაა. ამბობს, რომ
გარემოვაჭრეებს ტერიტორიის გასასუფთავებლად ვადა 9 დეკემბრის ჩათვლით
მისცეს. მანამდე იყო სიტყვიერი გაფრთხილებები, თუმცა
თვითდასაქმებულები არ დაემორჩილნენ.
“კანონით აკრძალულია გარევაჭობა. არაერთხელ მისცა
ზედამხედველობის სამსახურმა გონივრული ვადა, რომ გაენთავისუფლებინათ
ტერიტორია. ოფიციალური გაფრთხილება ჰქონდათ, გასულ კვირასაც
არაერთდღეს მოხდა მათი გაფრთხილება. შეთავაზებაც ჰქონდათ
ალტერნატიული, რათა შესულიყვნენ ბაზრის ტერიტორიაზე და აწარმოონ
თავიანთი სამეწარმეო საქმინაობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საჯარიმო
სანქციებს, ჩვენ ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი გაფრთხილების ოქმები
შევადგინეთ ადგილზე, დამატებითი ერთდღიანი გონოვრული ვადა მივეცით.
დღის ბოლომდე აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება და დატოვონ
ტერიტორია, რომელზეც უკანონოდ და უნებართვოდ არიან შეჭრილები. ამ
ეტაპზე ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტული არაა დაჯარიმება. ჩვენი
პრიორიტეტია თუ როგორ შევთანხმდებით, მაქსიმალურად ვზრუნავთ შევუქმნათ
ის პირობები, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი
სამეწარმეო საქმიანობა. დღეს საბოლოოდ მივეცით გაფრთხილება.” - თქვა
გიორგი მუმლაძემ
მარნეულის მერიას ჯარიმის დაწერის უფლებამოსილება აქვს.
საჯარიმო თანხა 500-დან 2000- ლარამდეა განსაზღვრული, თუმცა უცნობია,
გამოიყენებს თუ არა მუნიციპალიტეტი ამ მექანიზმს.
ადგილობრივი თვითმმართველობა წლებია გარევაჭრობის აკრძალვას უშედეგოდ
ცდილობს. შედეგი დროებითია და თვითდასაქმებულები ტერიტორიას
პერიოდულად უბრუნდებიან.
კუსტარულად მოწყბილ დახლებს, სადაც ძირითადად, ყველი, ხაჭო, მაწონი და
სხვა რძის პროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება,
მომხმარებელი საკმაოდ ბევრი ჰყავს. ტერიტორიაზე ავტომებილების და
ქვეითების გადაადგილებაც ჭირს. პროდუქტები ანტისანიტარიაში
იყიდება.