მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების
შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის 765 237 ლარიანი
ტენდერი გამოაცახადა.
აღნიშნული თანხა პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა, სახელშეკრულებო
თანხა კი 60 000 ლარს მოიცავს.
პრეტენდენტმა ავტომობილებს უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური
მომსახურება პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება,
შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის მომსახურება.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს შემდეგს:
• სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
• დიაგნოსტიკა (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები,
ძარა);
• საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება;
• ალუმინისა და რკინის მასალის დისკების შეკეთება;
• სალონის შეკეთება (ტორპედო, კარებები, საბარგული, ჭერი და
სხვა);
• ელ. სამუშაოები.
“მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.
პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 1
(ერთი) დღის ვადაში, ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების
დათვალიერება და დათვალიერებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში წარუდგინოს
შემსყიდველს დეფექტური აქტი (რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი
მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო
ნაწილების დეტალური აღწერა, მოცულობა, შესრულების ვადები და ფასი)
ხელმოსაწერად. “ -წერია სატენდერო დოკუმენტაციის
აღწერაში.
13 ავტომანქანის ტექნიკური მოსახურეობის ტენდერში მონაწილეობის მიღება
მსურველ კომპანიებს 16-18 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ.