მარნეულის მერია მთავარ ნაძვის ხეს 13 დეკემბერს საზეიმოდ აანთებს.
საღონისძებო პროგრამა , მერიის მიმდებარედ 14:00 საათიდან,
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი საახალწლო ნივთების
გამოფენა-გაყიდვით, საშობაო ორცხობილებით, გლინტვეინით და ცხელი
შოკოლადით დაიწყება.
ღონისძებას ორგანიზებას მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს
სთორი + 95 580 ლარად უწევს. მარნეულის ნაძვის ხის საზეიმო ანთების
ღონისძიებაზე მუსიკალური პროგრამაც იქნება. მერიის მიერ გავრცელებული
ინფომაციით, მუსიკალურ ნომრებს
შეასრულებს აფიკ ნოვრუზოვი, თემურ
თათარაშვილი, ზუკა ხუციშვილი და ბენდი და ადგილობრივი DJ, არკან
კურბანოვი.
ტენდერში მოცემული ფასების ცხრილის მიხედვით, 6 500 ლარის გადაუხდიან
მუსიკალურ ჯგუფს.
“მუსიკალური ჯგუფი 5 მუსიკოსის შემადგენლობით, 1 სოლისტი; ასაკი - 25
წლიდან. ბენდი ასრულებეს საავტორო და ქავერ სიმღერებს, რეპერტუარში
შედის რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერა. რეპერტუარი შეთანხმდება
შემსყიდველთან. რეპერტუარის ხანგრძლივობა - 60 წთ. სიმღერები
შესრულდება ცოცხალი ვოკალით” - წერია ხარჯთაღიცხვაში.
დრამერების პერფორმანსში მუნიციპალიტეტი 1 400 ლარს გადაიხდის, 2
წამყვანის დაქირავება კი 2000 ლარი დაჯდება.
1 სოლო მომღერალს კი , 2500 ლარს გადაუხდიან.
ღონისძიებისათვის ასევე დაიქირავებენ 8 ადგილობრივ მეწარმეს, თითოს კი
200 ლარს გადაუხდიან. (თვითნაკეთი ნივთებისა და სამკაულების გამოფენის
უზუნველყოფა (ჰონორარი ერთ
მეწარმეზე 200 ლარი საშემოსავლოს გარეშე)
მერიის ტენდერში მონაწილეობა სულ ხუთმა კომპანიამ მიიღო,
გამარჯვებულად კი შპს სთორი გამოვლინდა, რომელიც მარნეულის
მუნიციპალიტეტს შემდეგი სახის ღონისძიებებს შესთავაზებს:
14:00 - ღონისძიების ოფიციალური დაწყება, ადგილობრივი
მეწარმეების ხელნაკეთი საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტკბილი
სახლი - უფასო საშობაო ორცხობილები, გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი
14:00 - 14:30 - მარნეულის კულტურის ცენტრის ბავშვთა ვოკალური სტუდიის
კონცერტი;
15:30 - 16:00 - დრამ სქულის პერფორმანსი;
16:00 - 17:30 - პანტომიმის თეატრის შოუ;
16:30 - 18:30 - ანიმატორების შოუ მუსიკალური გაფორმებით და გასართობი
პროგრამებით;
16:30 - 17:45 - თოვლის ბაბუა და საჩუქრები ბავშვებისთვის;
17:30 - 17:50 - ილუზიონისტის შოუ;
17:50 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება;
მუსიკალური პროგრამა:
18 : 05 -18 :15 - აფიკ ნოვრუზოვი
18 : 15 – 18 : 30 - თემურ თათარაშვილი
18 : 30 – 19 : 30 - ზუკა ხუციშვილი და ბენდი
19 :30 – 20 :15 - ადგილობრივი DJ, არკან კურბანოვი