მარნეულის მერია მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში 95 580 ლარს
დახარჯავს.
ღონისძიება 13 დეკემბერს, შუადღის საათებში დაიწყება და საღამოს,
ნაძვის ხის ანთებით, მუსიკალური პროგრამით და ფოიერვერკით
დასრულდება.
2025 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის
ანთების სადღესასწაულო ღონისძიებას ორგანიზებას მერიის ტენდერში
გამარჯვებული კომპანია, შპს სთორი + 95 580 ლარად გაუწევს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 2000
ლარი დაჯდება
ფეიერვერკი, რომელსაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე
გაისვრიან.
“ არანაკლებ 80 გასროლა; ფოიერვერკი ცეცხლები "1,0" დიუმი
არანაკლებ 80 გასროლა; შადრევანი 5 მეტრიანი - 6 ცალი” -
წერია ფასების ცხრილში.
მერიის მიერ გამოქვეყნებული
სადღესასწაულო პროგრამა:
- 14:00 - ღონისძიების ოფიციალური დაწყება, ადგილობრივი მეწარმეების
ხელნაკეთი საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტკბილი სახლი - უფასო
საშობაო ორცხობილები, გლინტვაინი და ცხელი შოკოლადი
- 14:00 - 14:30 - მარნეულის კულტურის ცენტრის ბავშვთა ვოკალური
სტუდიის კონცერტი;
- 15:30 - 16:00 - დრამ სქულის პერფორმანსი;
- 16:00 - 17:30 - პანტომიმის თეატრის შოუ;
- 16:30 - 18:30 - ანიმატორების შოუ მუსიკალური გაფორმებით და
გასართობი პროგრამებით;
- 16:30 - 17:45 - თოვლის ბაბუა და საჩუქრები ბავშვებისთვის;
- 17:30 - 17:50 - ილუზიონისტის შოუ;
- 17:50 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება;
მუსიკალური პროგრამა:
- 18 : 05 -18 :15 - აფიკ ნოვრუზოვი
- 18 : 15 – 18 : 30 - თემურ თათარაშვილი
- 18 : 30 – 19 : 30 - ზუკა ხუციშვილი და ბენდი
- 19 :30 – 20 :15 - ადგილობრივი DJ, არკან კურბანოვი
გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი