დღეს, 13 დეკემბერს, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ნაწილი
საახალწლო ღონისძიების გამო გადაიკეტა.
დილიდან შეზღუდულია მოძრაობა მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე,
სადაც საახალწლო ნაძვის ხეა აღმართული.
მარნეულის მერია მთავარ ნაძვის ხეს 13 დეკემბერს საზეიმოდ აანთებს.
საღონისძებო პროგრამა , მერიის მიმდებარედ 14:00 საათიდან,
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი საახალწლო ნივთების
გამოფენა-გაყიდვით, საშობაო ორცხობილებით, გლინტვეინით და ცხელი
შოკოლადით დაიწყება.
გთავაზობთ საახალზლო ნაძვის ხეს
ანთების ღონისძიების პროგრამას:
14:00 - ღონისძიების ოფიციალური დაწყება, ადგილობრივი მეწარმეების
ხელნაკეთი საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტკბილი სახლი - უფასო
საშობაო ორცხობილები, გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი
14:00 - 14:30 - მარნეულის კულტურის ცენტრის ბავშვთა ვოკალური სტუდიის
კონცერტი;
15:30 - 16:00 - დრამ სქულის პერფორმანსი;
16:00 - 17:30 - პანტომიმის თეატრის შოუ;
16:30 - 18:30 - ანიმატორების შოუ მუსიკალური გაფორმებით და გასართობი
პროგრამებით;
16:30 - 17:45 - თოვლის ბაბუა და საჩუქრები ბავშვებისთვის;
17:30 - 17:50 - ილუზიონისტის შოუ;
17:50 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება;
მუსიკალური პროგრამა:
18 : 05 -18 :15 - აფიკ ნოვრუზოვი
18 : 15 – 18 : 30 - თემურ თათარაშვილი
18 : 30 – 19 : 30 - ზუკა ხუციშვილი და ბენდი
19 :30 – 20 :15 - ადგილობრივი DJ, არკან კურბანოვი