მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ გაიმართება
ხვალ, 25 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს აპარატმა Facebook გვერდზე გაავრცელა.
დღის წესრიგი მოგვიანებით საჯაროდ გამოქვეყნდა.

მარნეულის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი:

„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში ცვლილების შეტანის შესახებ.“
მომხს: კობა ჩხიტუნიძე, თეონა ფარჯიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცება და მერიის თანამშრომლების სარგოს განსაზღვრა.
მომხს: თეონა ფარჯიანი, მამუკა შუბითიძე

შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი სარგოს განსაზღვრის ცვლილება.

მომხს: თეონა ფარჯიანი, მამუკა შუბითიძე

მარნეულის მერიისთვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტების განსაზღვრა.
მომხს: თეონა ფარჯიანი, მამუკა შუბითიძე

საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოხელეთა სარგოს განსაზღვრა და საშტატო ნუსხის დამტკიცება.
მომხს: თეონა ფარჯიანი

საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა რაოდენობის და სარგოს განსაზღვრა.
მომხს: თეონა ფარჯიანი

საკრებულოს საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტების დაწესება.
მომხს: თეონა ფარჯიანი

სოციალური საკითხები.
მომხს: ზურაბ ჭონიაშვილი


შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და მასში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა. მოქალაქეებს, სხდომაზე დასწრების გარდა, შეუძლიათ დასვან კითხვები ან გააცნონ არსებული პრობლემები საკრებულოს დეპუტატებს, რათა მათ სათანადო რეაგირება მოახდინონ.

19 დეკემბერს მარნეულის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები