5 ბავშვის ტრაგიკული დაღუპვის გამო, გლოვის ნიშნად, მარნეულის მერიის შენობაზე დროშა დაუშვეს
დღეს, 9 იანვარს, საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი ბავშვის ტრაგედიის გამო.

დღეს დილიდან, გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა, მათ შორის მარნეულის მერიის შენობაზეც.

ბავშვებს დღეს, 9 იანვარს, დაკრძალავენ.

ტრაგედია 5 იანვარს მოხდა, როდესაც საბერიოში, ჭოლარიების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნ
და. სახლში იმყოფებოდნენ ბებია და ხუთი შვილიშვილი, რომლებიც საახალწლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩაყვანილი. ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობისას, სავარაუდოდ, ბენზინის არასწორად გამოყენებამ გამოიწვია. ხის სახლი მთლიანად დაიწვა, ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპულებიდან უფროსი 8 წლის გოგო იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია დამწვრობით ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ 6 იანვარს გლოვის დღე გამოცხადდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები