2025 წლის პირველ იანვარს მარნეულის ორ სამშობიაროში ოთხი ბავშვი
დაიბადა.
მარნეულის „ავერსის“ კლინიკის სამშობიაროში პირველ იანვარს სამი
ბავშვი გაჩნდა. რადიო „მარნეულს“ „ავერსის“ კლინიკაში განუცხადეს, რომ
პირველი ახალშობილი გოგო 01:50 საათზე დაიბადა, 05:40 საათზე ამავე
სამშობიაროში კიდევ ერთი გოგო დაიბადა, ხოლო 15:58 საათზე ბიჭი.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიაროში, პირველ იანვარს, 18:15
საათზე ერთი ბიჭი დაიბადა.
2025 წლის
პირველი იანვრიდან დღემდე, 9 იანვრამდე, მარნეულის ორივე
სამშობიაროში ჯამში 39 ახალშობილი გაჩნდა - „ავერსის“ კლინიკაში 21,
ხოლო „ჯეო ჰოსპიტალსში“ 18 ახალშობილი.
რადიო „მარნეული“