მერის და მისი მოადგილეების ხელფასები გაიზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2024 წლის 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მერიასა და საკრებულოში დასქამებულთა ხელფასები 10%-მდე გაიზარდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საკებულოს დადგენილების მიხედვით, მარნეულის მერის, კენან ომაროვის ხელფასი 7 300 ლარით განისაზღვრა. 10%-იანი მატებით,
მისი სახელფასო ანაზღაურება გასულ წელთან შედარებით 650 ლარითაა გაზრდილი

მერის პირველი მოადგილის, როინ დეკანოიძის სახელფასო ანაზღაურება 520 ლარით გაიზარდა და 5 840 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, ზურაბ ფანგანსა და თემურ შუბითიძეს, მათი ხელფასები 455 ლარით გაიზარდა და თანამდებობრივმა სარგომ 5 110 ლარი შეადგინა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საკებულოს დადგენილების მიხედვით, მერიაში სულ 233 ადამიანია დასაქმებული. აქედან 153 შტატითაა გათვალისწინებული, ხოლო 80 ადმინისტრაციული ხელშეკრულებითაა დასაქმებული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები