მარნეულის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 2024
წელთან შედარებით, 2025 წელს 10 მოხელით გაიზარდა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და
საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი
რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო
ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესული
ცვლილებების მიხედვით, მარნეულის საკრებულოს აპარატში 2025 წელს 19
პირი იქნება დასაქმებული. 2024 წელს საკრებულოში
ანაზღაურებად
თანამდებობას 9 მოხელე იკავებდა.
2025 წელს 10%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ საკრებულოს წევრი
თანამდებობის პირები - თავმჯდომარე, მოადგილეები, ფრაქციების
თავმჯდომარე და მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები.
თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ საკრებულოს აპარატში დასაქმებულ
მოხელეებსაც.
2024 წელს მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარე ხელფასის სახით 6 122
ლარს იღებდა, 2025 წლიდან ამირან გიორგაძის ხელფასი 6 716 ლარამდე
გაიზარდა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გასულ წესლ ხელფასის სახით
4 791 ლარს იღებდა, 2025 წლიდან ის 5 256 ლარს მიიღებს.
საკრებულოს თამჯდომარის კიდევ ორი მოადგილის ხელფასი 4 234 ლარამდე
გაიზარდა.
მარნეულის საკრებულოში ორი ფრაქციაა, ორივე ფრაქციის თავმდჯომარის
ანაზღაურება 3 212 ლარამდე გაიზარდა.
ორი ფრაქციის თამვჯდომარეს ჯამში 8 მოადგილე ჰყავთ, მათი ანაზღაურება
2 628 ლარამდე გაიზარდა.
საკრებულოში ხუთი კომისია ფუნქციონირებს, კომისიების თავმჯდომარეების
ხელფასი კი 3 650 ლარამდე გაიზარდა.
მარნეულის საკრებულოს აპარატში დასაქმებულების ხელფასები 2025 წლის
პირველი იანვრიდან შემდეგი სახით განისაზღვრა:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - დასაქმებულია ერთი პირი,
ხელფასი 2 482 ლარი
საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი
4 234 ლარი
საორგანიზაციო განყოფილება:
1. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 3 358 ლარი
2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია 3 პირი, ხელფასი 2 482 ლარი
3. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო
თანამდებობა - დასაქმებულია 5 პირი, ხელფასი 2 336 ლარი
გენდერული საკითხების და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის
განყოფილება:
1. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 3 358 ლარი
2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია 2 პირი, ხელფასი 2 482 ლარი
3. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო
თანამდებობა - დასაქმებულია 4 პირი, ხელფასი 2 336 ლარი
4. მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო
თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 2 190 ლარი
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
1. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 3 358
2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია 2 პირი, ხელფასი 2 482 ლარი
3. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო
თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 2 336 ლარი
4. მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 2 044 ლარი
მატერიალურ-ტექნიკური და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება:
1. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 3 358
2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 2 482 ლარი
3. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო
თანამდებობა - დასაქმებულია 3 პირი, ხელფასი 2 336 ლარი
4. მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 2 044 ლარი
იურიდიულ საკითხთა განყოფილება:
1. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 3 358 ლარი
2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია 2 პირი, ხელფასი 2 482 ლარი
3. მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო
თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 2 190 ლარი
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება:
1. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია ერთი პირი, ხელფასი 3 358 ლარი
2. მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი
საჯარო თანამდებობა - დასაქმებულია 3 პირი, ხელფასი 2 482 ლარი.
რადიო „მარნეული“