მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასქამებულთა
ხელფასები 10%-მდე გაიზარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მარნეულის საკრებულომ 2024 წლის 25
დეკემბერს, სდაკრებულოს სხდომაზე მიიღო. შესაბამისის დადგენილება
გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზეც.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და
მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი
სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საკებულოს დადგენილების
მიხედვით, 2 336 ლარით განისაზღვრა ადმინისტრაციულ ერთეულებში
მერის
წარმომადგენლების ხელფასი. ასეთი მუნიციპალიტეტში სულ 18 პირია და
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით არიან დასაქმებული.
მერის წარმომადგენლები ჰყავს მარნეულს ხოჯორნის ადმინისტრაციულ
ერთეულში, შულავერში, შაუმიანში, ახკერპში,ოფრეთში, ყულარში,
ქუთლიარში, ალგეთში, კაპანახჩში, დამია-გეურარხში, კაჩაგანში,
თამარისში, წერეთელში, წერაქვში, სადახლოში, ყიზილაჯლოსა და ქალაქ
მარნეულში.
ადმიისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უფლება-მოვალეობები
მარნეულის მერიის დებულებით განისაზღვრება. საკანონმდებლო მაცნეზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გთავაზობთ რწმუნებულების
რამდენიმე მნიშვნელოვან მოვალეობებს. მერის წარმომადგენელი
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის საჯარო მოსამსახურე,
რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“
და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
დებულებით დადგენილი წესით ნიშნავს მერი.
მერის წარმომადგენელი:
• კონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის
ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის
შესახებ;
• უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს
საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის
თანამდებობის პირებთან;
• მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში
არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების
შესახებ;
• ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის
გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
• მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში,
ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი
ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს
ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის
გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან
დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების
სისტემატიზაციას და მერისათვის მათ მიწოდებას;
• ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების
მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი
განხორციელების კოორდინაციას;
• კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის
ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ
გამოყენებას;