მარნეულის მერიის 10 ავტომობილს ტექნიკურ მომსახურებას 25 000 ლარად გაუწევენ
მარნეულის მერიის ბალანსზე არსებული 10 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გამარტივებული შესყიდვების ფორმით, ორი ხელშეკრულება შპს „ფრანს ავტო“-სთან გააფორმა.

გამარტივებული შესყიდვების მიხედვით, კომპანია „ფრანს ავტო“ ვალდებული იქნება მერიის ბალანსზე არსებულ მანქანაებს ჩაუტაროს ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთოს.

პირველი გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, „ფრანს ავტო“ ვალდებულია, 15 000 ლარის ფარგლებში, მომსახურება გაუწიოს მარნეულის მერიის შემდეგ ავტომანქანებს:

RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი HH580LH
RENAULT DUSTER -
ავტომობილის სახელმწიფო ნომერი HH581LH
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი HH582LH
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი HH584LH
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი HH586LH
მეროე გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, „ფრანს ავტო“ ვალდებულია, 10 000 ლარის ფარგლებში, ტექნიკური მომსახურება გაუწიოს მარნეულის მერიის ბალანსზე არსებულ შემდეგ ავტომანქანებს:

RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი VV 641 SV
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი VV642SV
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი VV 643 SV
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი VV 644 SV
RENAULT DUSTER - ავტომობილის სახელმწიფო ნომერი VV 645 SV

მერიასა და „ფრანს ავტო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანიამ მერიის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში უნდა განახორციელოს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12