მერიის მიერ გამოცხადებული 2024 წლის გაცილების კარნავალის ტენდერი არ შედგა
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული 2024 წლის გაცილების კარნავალის ტენდერი არ შედგა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასული წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა „ახალი წლის გაცილების“ კარნავალის ჩატარების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 12 440 ლარია.

მაშინ რადიო "მარნეულს"  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში უთხრეს, რომ ღონისძიება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მიერაა ორგანიზებული. მისი ჩატარება, ბიუროკრატიული მიზეზების გამო 2024-ში ვერ ხერხდებოდა და აქტივობები მომავალი
წლის იანვარში გაიმართებოდა. მათივე თქმით, ტექნიკური შეცდომაა ტენდერის სათაურში. „ახალი წლის გაცილების “ ნაცვლად, „ძველი წელის გაცილება “ უნდა იყოს მითითებული.

კარნავალის ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 6 იანვრამდე შეეძლოთ, თუმცა მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია.

ჯერჯერობით, უცნობია, გამოცხადდება თუ არა ახალი ტენდერი, შეცვლილი სათაურით და განსხვავებული თარიღით.

მუნიციპალიტეტი კარნავალისათვის სხვადასხვა აქსესუარების და საკვებ პროდუქტებს შეძენას გეგმავდა:


• ფოტოსივრცე- გიფერის პარატი მომსახურე პერსონალით
• სახის მოხატვის სპეციალისტი
• ანიმატორების დაქირავება
• საკარნავალო ფორმების დაქირავება (გრინჩი, ჯარისკაცის ფორმა. პენივაისი, მალეფისენტა, ყინულის დედოფალი)
• საკარნავალო ნივთების შესყიდვა
• ფერადი წვიმების შესყიდვა
• ფერადი კვამლი
• თმის აქსესუარების შესყიდვა
• კარნავალის ვიზუალის გასაფორმებელი მასალა
• ხელოვნური თოვლის სპრეი
• ტკბილეულის ნაკრები
• ფურშეტი 50 პერსონაზე
• მუსიკალური ჯგუფი

/გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია/

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები