ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში ფქვილის ფასი გაიზარდა.
მარნეულის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები დაახლოებით 2-3 თვის
წინ შეიცვალა. ღირებულება ფქვილის ხარისხების მიხედვით იცვლება.
ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, თუ 50 კილოგრამიანი ტომარა, პირველი
ხარისხის ფქვილი ორი თვის წინ 50 ლარი იყო, ახლა მისი ღირებულება 60
ლარა. მოვაჭრის თქმით, ეს ყველაფერი გამოწვეულია ხორბალზე ფასისი
მატებით. ვინაიდან, 1
კილოგრამი ხორბალი თუ რამდენიმე თვის წინ 55
თეთრი იყო, ახლა ის დაახლოებით 85 თეთრი ღირს.
მარნეულის ბაზარში ყველაზე ძვირად უმაღლესი ხარისხის ფქვილი ფასობს.
50 კილოგრამიანი ტომრის ღირებულება 80 ლარია.
პირველი ხარისხის სხვადასხვა წარმოების ფქვილს 50 კილოგრამიანი
ტომრით, 50-ლარიდან 60 ლარამდე შეიძენთ.
ყველაზე დაბალი ფასი 25 კილოგრამიანი ფქვილია, რომელიც ასევე
ხარისხების მიხედვით იყოფა. პირველი ხარისხის 25 კილოგრამიანი ტომრის
შეძენა მარნეულის ბაზარში 30 ლარადაა შესაძლებელი.
პურის ქარხნები ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის შემცირებას
ითხოვენ. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის
განცხადებით, არჩევნების შემდეგ ფქვილის ღირებულება გაიზარდა, რომლის
პირობებშიც პურის ფასის ღირებულების შენარჩუნება ბიზნესს უჭირს.
მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ტომარა ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე
გაიზარდა, რასაც ემატება სხვა ხარჯებიც, რომელსაც ვეღარ
უმკლავდებიან.