საყოველთაო გაფიცვას მარნეულის "პსპ"-ს აფთიაქებიც შეუერთდებიან
15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას მარნულში მოქმედი პსპ - ს აფთიაქებიც შეუერთდებიან. ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხი ფილიალია. როგორც რადიო მარნეულს “პსპ” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გაფიცვას მათი ყველა ქსელი შეუერთდება.

“იძულება არ არის, ეს ნებაყოფლობითი ამბავია, თუმცა მთელს საქართველოში მთელი ქსელი და ჯგუფი ვმონაწილეობთ და ვუერთდებით გაფიცვას” - გვითხრეს “პსპ”-ში

13 იანვარს გამოაქვეყნა “პსპ”-ს სააფთიაქო ქსელმა
ფეისბუქზე პოსტი, სადაც აღნიშნავენ, რომ საყოველთაო გაფიცვას ორი მოთხოვნით უერთდებიან: “ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

“რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება. ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობას ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში.” - აღნიშნულია განცხადებაში.


პსპ საყოველთაო გაფიცვას 15 იანვარს, 15:00 საათზე შეუერთდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები