მარნეულის ბაზართან არსებულ ხიდთან მისასვლელის და ნაპირსამაგრი
სამუშაოების ტენდერი არ შედგა.
მარნეულის მერიამ ქალაქ მარნეულში ლაღიძის ქუჩაზე მდინარე ალგეთის
ადიდების შედეგად დაზიანებული ხიდის მისასვლელისა და ნაპირსამაგრი
სამუშაოებისათვის ტენდერი 31 დეკემბერს გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, ხიდის მისასვლელისა და ნაპირსამაგრის
სამუშაოებში 592 674 ლარი უნდა დახარჯულიყო.
„2024 წლის მაისის თვეში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანდა
ბაზრის მიმდებარედ მოწყობილი ხიდის მარცხენა მისასვლელი, კერძოდ
გამოირეცხა გადასასვლელი ფილა. ასევე დაზიანებულია ხიდის მოაჯირი და
ბაზართან მისასვლელი გზის გაყოლებით არსებული გაბიონის ნაპირდამცავი
კედელი, რაც შეეხება ხიდის ბურჯების, ფასადის, პარაპეტებისა და
საკარადე კედლების მდგომარეობას მათი დაზიანება არ მომხდარა და მათი
რაიმე სახით რეაბილიტაცია-გამაგრება არაა საჭირო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მხოლოდ ხიდის
მარცხენა მხარეს გადასასვლელი ფილისა და სადეფორმაციო ნაკერის
რეაბილიტაცია ასევე მოაჯირის აღდგენა და გზის გაყოლებით ახალი
სარებულაციო კედლის მოწყობა“. - აღნიშნულია საპროექტო
დოკუმენტაციაში
კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 10-დან 13 იანვრამდე
პერიოდში შეეძლოთ, მაგრამ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია.
კომპანიების მიერ ტენდერში მონაწილეობის არ მიღების გამო სახელმწიფო
შესყიდვა არ შემდგარად გამოცხადდა.
რადიო „მარნეული“