მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავრის გზაზე მომხდარი ავარიის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 იანვრის ღამეს, დაახლოებით
23:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც
1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
როგორც რადიო „მარნნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 276-ე მუხლით
დაიყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს.