17 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 6 საკითხს
განიხილავენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე საკითხები
დღეს, 16 იანვარს, გამოქვეყნდა.
საკრებულოზე განსახილველი ძირითადი საკითხები მერიასა და საკრებულოში
დასაქმებულთა ხელფასებს, საშტაო ნუსხასა და საწვავისა და სასაუბრო
ბარათების ოდენობას შეეხება.
გთავაზობთ 17 იანვრის სხდომის დღის წესრიგს:
1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის
შეთანხმების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის
25 დეკემბრის №80 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი, მამუკა შუბითიძე/
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და
საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი
რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო
ნუსხის დამტკიცების შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი
სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო
ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
5. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის
მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების თაობაზე.
/მომხს. აგილ ამირჯანოვი/
6. სოციალური საკითხები.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/
საკრებულოს სხდომა 17 იანვარს, 12:00 საათზე, მარნეულის მერიის
შენობაში, მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 17 იანვარს გასამართი სხდომა 2025 წელს საკრებულოს
პირველი სხდომა იქნება.
რადიო „მარნეული“