მარნეულის მერიამ მძღოლს გენერატორის მოვლისთვის ხელფასი გაუზარდა
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის სამორიგეო მძღოლს ახალი ფუნქცია, გენერატორის მომსახურება, დაემატა და ხელფასი გაეზარდა. მარნეულის საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 17 იანვარს, გამართულ სხდომაზე მიიღო. სხდომაზე განსახილველად 7 საკითხი იყო გამოტანილი - დეპუტატებმა ყველა საკითხს დაუჭირეს მხარი.

პირველი საკითხი, რომელზეც საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შეთანხმების
თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №80 განკარგულებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. ცვლილების მიხედვით, მერიის მძღოლს ახალი ფუნქცია, გენერატორის მომსახურება, დაემატა რის გამოც მისი ხელფასი 300 ლარით იზრდება.

საკრებულოს წევრებს საკითხი მარნეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ წარუდგინა.

„სამორიგეო ავტომობილის მძღოლს დავუმატეთ ფუნქცია, შევუთავსეთ სხვა ფუნქცია. კერძოდ, მოგეხსენებათ რომ მუნიციპალიტეტში არის უწყვეტი დენი რომ იყოს გენერატორი, შესაბამისად გენერატორის მომსახურების ფუნქციები დავუმატეთ, გამომდინარე აქედან დაახლოებით 300 ლარის ოდენობით მოვუმატეთ ხელფასი. იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე შტატი აგვეყვანა უფრო დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, შესაბამისად მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია რომ შედეგზე გავიდეს ნაკლები ხარჯით და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17 იანვარს, გამართული სხდომა 2025 წესლს მარნეულის საკრებულოს პირველი სხდომა იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები