მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში ახალი ჭაბურღილის
დაზიანების გამო მოსახლეობას 21 დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
როგორც ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი, გიგოლ
ათაბეგიანი რადიო "მარნეულთან" საუბრისას ამბობს, ამ პერიოდის
განმავლობაში მოსახლეობა ძველი სასმელი წყლის სისტემით
სარგებლობს. ახალი ჭაბურღილიდან წყალს კი სავარაუდოდოდ, კვირის ბოლოს
გაუშვებენ.
ათაბეგიანის თქმით, ადგილზე ჩავიდა მშენებელი კომპანიის
წარმომადგენელი. დადგინდა, რომ შესაცვლელია გადამრთველი, რომელსაც
მისი ვარაუდით, უახლოეს
დღეებში გააკეთებენ.
„მშენებელი მოვიდა ადგილზე დაათვალიერა ყველაფერი. პრობლემა
არის გადამრთველზე, სოფწყალმაც იცის, გუშინ გვქონდა საუბარი
ელექტრიკოსთან. დღეს ან ხვალ მოვლენ და მე მგონი, პრობლემაც მოხსნილი
იქნება“ - თქვა გიგოლ ათაბეგიანმა.
ჩანახჩში არსებულ პრობლემაზე რადიო მარნეულმა სტატია 18 იანვარს
მოამზადა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სოფელი ახალი სასმელი წლის
სისტემით ახალი წლის შემდეგ ვერ სარგებლობდა.
მარნეულის მერიამ სოფელ ჩანახჩში წყალმომარაგების სისტემა 825 000
ლარად მოაწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს
“ბილდინგ-დეველოპერ”- მა შეასრულა. თანხის 95% სახელმწიფომ,
ხოლო 5% მერიამ გამოყო.
გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი