მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 82 712 709 ლარით განისაზღვრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 82 712 709 ლარით განისაზღვრა.

შესაბამის ცვლილებას 30 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი. საკითხი განსახილველად მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა,კობა ჩხიტუნიძემ გამოიტანა და თქვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის, საკუთარი და საგადასახადო შემოსულობების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 82 მილიონ შვიდას ცხრა ლარსა და შვიდ თეთრს.

“მოგეხსენებათ, ყოველწლიურად რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოგვეყოფა
თანხები. წელს ამ თანხამ შეადგინა 9 914 845 ლარი. რომლებიც განაწილდა შემდეგნაირად: გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია 7 808 537 ლარი, ხოლო სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია 2 106 308 ლარი. ასევე მოგეხსენებათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მთავრობა გამოგვიყოფს თანხას და ამ შემთხვევაში წელს მარნეულში არსებულ 77 სოფელზე გამოიყოფა 1 232 000 ლარი. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით წელს საკმაოდ კარგი თანხა გამოვყავით 1 500 000 ლარი. რაც შეეხება მოსწავლეთა ტრანსპორტირებას თანხები გაიზარდა 135 615 ლარით , სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა, სუბსიდია 340 000 ლარი და სხვა” -
თქვა კობა ჩხიტუნიძემ 

აღნიშნულ ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი ხელის აწევით დაუჭირეს.



მარნეულის 2025 წლის ბიუჯეტის ნახვა შეგიძლიათ აქ:

საკრებულოს სხდომაზე დღეს დღის წესრიგით სულ 3 საკითხი განიხილეს. მათ შორის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ დადგენილება და სოციალური საკითხები.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები