მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება. საერთო კრებები
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 თებერვლიდან დაიწყება.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232
000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური
20 000 ლარს შეადგენს.
განსაზღვრულია დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალიც, რომელშიც
გასულ წლებთან განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნაცაა
შესაძლებელი.
თქვენს სოფლებში მუნიციიპალიტეტს შეგიძლიათ
მოსთხოვოთ:
• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები,
წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და
ა.შ);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის
შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები,მათ შორის,საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით,
აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი
ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად,
შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი
ნიშნების განთავსება.
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 10-დან 21
თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ერიაში
შექმნილი სამი სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს.
იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას,
შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი
ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ზე
შევსებული სპეციალური ფორმის სახით.
ვრცლად:
2025 წლის სოფლის მხარდაჭერის
პროგრამა