მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ
შაუმიანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი
გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიხედვით, საპროექტო მონაკვეთი 10 ქუჩას
მოიცავს და მთლიანი სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 3 172 მეტრია.
„საპროექტო მონაკვეთზე არსებული საფარი ხრეშოვანი გრუნტია
სადაც შეიმჩნევა ორმოები და გარკვეულ ლოკაციებზე ჯდენები. გზაზე
ეწყობა კაპიტალური ტიპის არმირებული ცემენტბეტონის საგზაო სამოსის ორ
ფენიანი კონსტრუქცია“. - აღნიშნულია გზის დაგების
პროექტში
მარნეულის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ
შაუმიანში შიდა გზების დაგებისათვის 1 697 579 ლარის ღირებულების
ტენდერი გამოაცხადა. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,
მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან
420 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
მარნეულის მერიამ შაუმიანში შიდა გზების დაგების ტენდერი 27 იანვარს
გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს
სატენდერო წინადადებების წარდგენა 13-დან 18 თებერვლამდე პერიოდში
შეეძლებათ.
რადიო „მარნეული“