მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
შეხვედრები პირვლ დღეს 9 სოფელში გაიმართება.
10 თებერვალს, სოფლის საერთო კრებები გაიმართება საბირქენდში,
ალგეთში, თაზაქენდში. კასუმლოში, აღმამედლოში, კუშჩუში, კაჩაგანში,
თაქალოსა და ხანჯიგაზლოში.
გთავაზობთ კრების ჩასატარებელი ადგილების დასახელებას, სოფლებზე
გამოყოფილ თანხას და კრების ლეგიტიმაციისათვის საჭირო ხელმოწერების
რაოდენობას:
- სოფ. საბირქენდი, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2025 წლის
10 თებერვალი 14:00 სთ , კონსულტაცია -200 ხელმოწერა - 20 000
ლარი
- სოფ. ალგეთი, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - 2025
წლის 10 თებერვალი 11:00 სთ - კონსულტაცია -200 ხელმოწერა - 20 000
ლარი
- სოფ. თაზაქენდი, სკოლის მიმდებარედ - 2025 წლის 10
თებერვალი 12:00 სთ -კონსულტაცია -200 ხელმოწერა - 20 000
ლარი
- სოფ. კასუმლო კულტურის სახლის მიმდებარედ -2025 წლის 10
თებერვალი 13:00 სთ - კონსულტაცია -200 ხელმოწერა - 20 000
ლარი
- სოფ. აღმამედლო სათემო ცენტრის (ქალთა ოთახი) სახლის
მიმდებარე ტერიტორია- 2025 წლის 10 თებერვალი 11:00 სთ, - კონსულტაცია
-200 ხელმოწერა - 20 000 ლარი
- სოფ. კუშჩუ სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2025 წლის 10
თებერვალი 12:00 სთ - საერთო კრების სხდომა -20%-ის ხელმოწერა - 16
000 ლარი.
- სოფ. კაჩაგანი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2025 წლის 10
თებერვალი 16:00 სთ - 200 ხელმოწერა - 20 000 ლარი
- სოფ. თაქალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია -2025 წლის 10
თებერვალი 15:00 სთ- - 200 ხელმოწერა - 20 000 ლარი
- სოფ. ხანჯიგაზლო– სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 2025 წლის
10 თებერვალი 13:00 სთ - საერთო კრების სხდომა - 20%-ის ხელმოწერა -
12 000 ლარი.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
მარნეულისათვის 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის
რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10
000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.
განსაზღვრულია დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალიც, რომელშიც
გასულ წლებთან განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნაცაა
შესაძლებელი.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 10-დან 21
თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ერიაში
შექმნილი სამი სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს.
იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას,
შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი
ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ზე
შევსებული
სპეციალური ფორმის სახით.