თბილისში სპექტაკლის "ტიკ-ტიკ ხანუმის" პრემიერა გაიმართა (ფოტო)
2 თებერვალს თბილისში სპექტაკლის „ტიკ-ტიკ ხანუმის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი მომზადდა საბავშვო თეატრ "BEEZ"-ის მიერ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და სპექტაკლის რეჟისორმა ბინალი ისლამოღლუმ რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ სპექტაკლმა, რომელიც თბილისში, მირზა ფატალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში იყო ნაჩვენები, დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ჩვენი სპექტაკლი იყო დიდი წარმატება, როგორც ყოველთვის! ამჯერად ორი სესია ვითამაშეთ და სამწუხაროდ ბილეთი აღარ გვქონდა.
ეს გვაამაყებს, რადგან ადამიანების თეატრისადმი სიყვარულის დანახვა, მათი ყურება, რომ სახლიდან სიხარულით და აღელვებით თეატრში მოდიან, ჩვენთვის უდიდესი ჯილდოა. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს - ისინი არიან, ვისაც თეატრში მიჰყავთ მოსწავლეები, მათ გულებში თეატრის სიყვარულს ნერგავენ და ახალ თაობას ხელოვნებასთან აახლოებენ“,
- განაცხადა ბინალი ისლამოღლუმ

ბინალი ისლამოღლუმ ასევე განაცხადა, რომ სპექტაკლი მალე გარდაბანსა და მარნეულში იქნება ნაჩვენები.

სპექტაკლში თამაშობენ თეატრის პატარა მსახიობები - რაჰიმა ალიევა, სამა ლეზგიევა, ნური გურბანოვი, სეიმურ მურადოვი, ისლამ აკიფი, ნურაი აჰმადოვა, რაბია აჰმადოვა, ზაჰრა აკიფი, აზამ ეფენდიევა, მილანა ალიევა, მარიამ ალიევა, გოვჰარ ნასიბოვა და ალი ბაირამოვი.

სპექტაკლის რეჟისორია საბავშვო თეატრი ბიზ-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ბინალი ისლამოღლუ, მხატვარი აზმუსი, კოსტიუმების მხატვარი მაჰნურ ენვერი.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ტიკ-ტიკ ხანუმი“ ეფუძნება აზერბაიჯანელი მწერლის აბდულა შაიგის ბავშვებისათვის დაწერილ პიესას „ტიკ-ტიკ ხანუმ“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები