ქვემო სარალში შიდა გზების დაგებას მერია 1 165 012 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ქვემო სარალში შიდა გზების დაგებას გეგმავს. მარნეულის მერიამ შიდა გზების დაგებისათვის ტენდერი 27 იანვარს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, სოფელ ქვემო სარალში 4 შიდა გზაზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. სოფელში ქუჩები დასახელებული არაა, რის გამოც სატენდერო დოკუმენტაციაში გზები ლათინური ნომრებითაა აღნიშნული. პირველი ქუჩის სიგრძე, რომელზეც ასფალტი დაიგება, 361 მეტრია. მეორე ქუჩის სიგრძე 385,
მესამე ქუჩის 720 და მეოთხე ქუჩის 980 მეტრი.

„საპროექტო მონაკვეთებზე არსებული საფარი ხრეშოვანი გრუნტია, რომელზეც შეინიშნება ორმოები და ჯდენები, დარღვეულია გრძივი და განივი პროფილები. პროექტით გათვალისწინებულია ორივე გზაზე კაპიტალური ტიპის ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა“. - აღნიშნულია ტენდერის პროექტში

მარნეულის მერია სოფელ ქვემო სარალში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 1 165 012 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 14-დან 19 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 420 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები