მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში ვაჟა-ფშაველას ქუჩასა და ილია
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილში გზას დააგებენ.
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სოფელში სულ
1 131 მეტრი გზა დაიგება.
„საპროექტო მონაკვეთზე3 არსებული საფარი ხრეშოვანი
გრუნტია სადაც შეიმჩნევა ორმოები და გარკვეულ ლოკაციებზე ჯდენები
(ეზოში შესასვლელებთან და სხვადასხვა ლოკაციებზე გვხვდება მცირე
მოცულობით კაპიტალური ტიპის საფარი), გზაზე ეწყობა კაპიტალური ტიპის
საგზაო სამოსის ორ ფენიანი კონსტრუქცია“. - აღნიშნულია
გზის დაგების პროექტში
სოფელ იმირში გზის დაგების მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი
მარნეულის მერიამ 27 იანვარს გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა
გზის დაგებაში 326 199 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა
13-დან 18 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული
კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150
დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“