კუშჩუში 954 008 ლარად წყლის ქსელის მოწყობა იგეგმება
მარნეულის მერია სოფელ კუშჩუში წყალმომარაგების ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის 954`008 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქსელის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება. პროექტის ძირითადი მიმართულებებია:

  • ახალი, სანიტარულად დაცული ჭაბურღილის მოწყობა
  • სოფლის უმაღლეს ადგილას ლითონის კოშკურის 24მ მოცულობის რეზერვუარის დადგმა
  • წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობა
  • წყალმომხმარებლების წყლის აღრიცხვის კვანძის მოწყობა
კუშჩუში განსახორციელებელ პროექტს
95%-ით აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი 5%-ით.

ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 13-18 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები