კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი,
ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, იწყებს პროექტს
„ახალგაზრდები ინკლუზიური მმართველობისათვის: მომავალ ლიდერთა
გაძლიერება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“.
"პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს სამხრეთ საქართველოში
მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობას, ჩართულობას
ადგილობრივი თვითმმართველობის განცორციელების პროცესში; გააძლიეროს
მათი უნარები ადვოკატირების კამპანიათა ორგანიზების მიმართულებით;
მხარი დაუჭიროს თანამშრომლობას ახალგაზრებს, სამოქალაქო
ორგანიზაციებსა და მუნიციპალურ პოლიტიკურ აქტორებს შორის." - წერს
"კავკასიური სახლი"
პროექტის ეგიდით, „კავკასიური სახლი“ გეგმავს „ადგილობრივი
თვითმმართველობის სკოლის“ ორგანიზებას მარნეულში,
ბოლნისში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრები
ახალგაზრდებისათვის. სკოლის პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ
სემინარებს, დებატებსა და დისკუსიებს, რომელთა ამოცანა იქნება:
- - ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და
ფუნქციების განხილვა;
- - ეფექტიანი ადვოკატირების ტექნიკების
შესწავლა;
- - სტრატეგიების შემუშავება შედეგიანი სამოქალაქო
მონაწილეობისათვის.
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ 17-დან 25 წლამდე
ასაკის ახალგაზრდებს მარნეულის, ბოლნისის, ნინოწმინდისა და
ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან (თითოეული მუნიციპალიტეტიდან
შეირჩევა 8-8 მსმენელი).
„ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ იმუშავებს სამდღიანი ინტენსიური
პროგრამით.
სემინარები გაიმართება თბილისში.
სკოლის ორგანიზების სავარაუდო თარიღია: 2025 წლის მარტი.
სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო
ფორმა:
https://forms.gle/rvbrC9X3HcKG6rnJ9