მოვალეობების სათანადოდ შესრულებისათვის მერიამ 45 კომპიუტერი 81 900 ლარად იყიდა
მარნეულის მერიამ 45 ცალი კომპიუტერს შეიძინა. ტექნიკა ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით იყიდა. გამარჯვებულ კომპანიად შპს ,,იუ–ჯი–თი’’ გამოვლინდა.

მუნიციპალიტეტმა 25 ლეპტოპსა და 20 პერსონალურ კომპიუტერში 81 900 ლარი გადაიხადა.

თითო ლეპტოპის ფასი 1 800 ლარია. რაც შეეხება პერსონალურ კომპიუტერებს, (კომპლექტი: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი) ერთეულის ღირებულება 1 845 ლარს შეადგენს.

ტექნიკის შესყიდვის თხოვნით, მარნეულის
მერს, კენან ომაროვს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა.

“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, სამსახურებრივი ფუნქცია - მოვალეობების სათანადოდ შესრულებისათვის, ესაჭიროება სტანდარტული პერსონალური (დესკტოპი) და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი(ლეპტოპი) კომპიუტერების შეძენა, რასთან დაკავშირებითაც კონსოლიდირებული ტენდერის წინარე ეტაპზე მოწოდებული იქნა კომპიუტერული ტექნიკის საჭირო რაოდენობა, დღეის მდგომარეობით კონსოლიდირებული ტენდერი (CON240000627) და (CON240000629) დადებითად დასრულდა. კერძოდ, გამოვლინდა გამარჯვებული, აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს 20 ერთეული სტანდარტული(დესკტოპი) და 25 ერთეული სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი(ლეპტოპი) კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა. „ - წერია მოხსენებით ბარათში.

მიმწოდებელმა ტექნიკის მიწოდება არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა უნდა განახორციელოს, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები