მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მაღაზიის გაქურდვაზე
გამოძიება დიწყო.
შემთხვევა, 5 თებერვალს, ღამის საათებში მოხდა. გავრცელებული
ინფორმაცით, ჩამტვრეული იყო სასურსათო მაღაზიის შესასვლელი კარი
და
წაღებული იყო თანხა. კონკრეტული ოდენობა უცნობია.
როგორც 7 თებერვალს, რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში
უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.