გიორგი მუმლაძეს პოლიციამ დაჯარიმების ოქმი მიუტანა. ინფორმაციას
მუმლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მასთან პოლიცია 9
თებერვალს, დილის საათებში მივიდნენ.
“დილის 08:25 წუთზე, ეზოში ძაღლებმა ატეხეს ყეფა. 08:30-ზე
დაფარული ნომერი მირეკავს, პოლიციიდან ვართო. გავიხედე
ფანჯრიდან, ორი შკოდა იდგა, 7 ფორმიანი დავინახე.
ეზოს კარი გაუღო დედამ, ორი ფორმიანი შემოვიდა ეზოში. გამოვხედე
მეორე სართულიდან,
მე: რა გინდათ?
ფორმიანი: აი დოკუმენტები უნდა ჩაგაბაროთო
მე: რა დოკუმენტები?
ფორმიანი: 7 თებერვალს რომ კეტავდი რუსთაველსო, ადმინისტრაციული
კოდექსისი 174 მუხლის მე-5 ნაწილით შევადგინეთ სამართალდარღვევაო.
მე: გასაგებია, ახლა გადით ჩემი საკუთრებიდანთქო.
ფორმიანი: დაგიტოვებთ ოქმსო
მე: არ მინდა, გამომოგზავნეთ!
ფორმიანი: რატო არ იტოვებთ
მე: არ გენდობით, ახლა წადით.
წავიდნენ, ახალი “კანონი” ამოქმედდა 7 თებერვალს, რომლითაც უკვე
პოლოცია თავად წერს ჯარიმას და იქით უნდა იდავო სასამართლოში, თუ
გინდა პირველები ჩვენ აღმოვჩნდით ახალი “კანონის” აღსრულების
ნაწილში! დილის რვაზე მიადგნენ Nika Narsia - ს, ოც წუთში მე,
თბილისიდან წეროვანი უფრო ახლოსაა და მარნეულამდე გზაში რა დროც
დაკარგეს, ეგაა სხვაობა ჩატარებულ “სპეცოპერაციებში” კვირას,
დილის რვაზე “ჯარიმის ჩასაბარებლად” რომ გადგება ფორმიანთა ჯგრო, თან
ნიკას რვა თვის ჩვილი ყავს, მე ორი წლის და ერთი წლის ბავშვები, ეს
ნამდვილად ბიძინას მდაბიური ტერორის მორიგი გამოვლინებაა!
თავადაც კარგად იციან ვისთან მოვიდნენ, ძალიან ვუშლით ნერვებს და არ
იმჩნევენ, მათი ტაქტიკაა ერთგვარი დღეს შევხვდებით რუსთაველზე “
- წერს მუმლაძე სოციალურ ქსელში
გზის გადაკეტვის ბრალდებით ამ დრომდე არაერთი აქტივისტია
დაჯარიმებული.