მარნეულის მერის სოფელში სარწყავი არხის მოწყობას დაუჭირეს მხარი
მარნეულის მერის, კენან ომაროვის სოფელში, საერთო კრება შედგა. სოფელ საბირქენდში სარწყავი არხის მოწყობას დაუჭირეს მხარი.

სოფლის კრება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საბირქენდზე, 20 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა მუნიციპალიტეტს თანადაფინანსებით შეუძლია პროექტის განხორციელება. შეხვდრაზე პრიორიტეტად ასევე გამოვლინდა სკვერის მოწყობა.

2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დღეს, 10 თებერვალს, დაიწყო. სოფლის საერთო კრებები გაიმართება საბირქენდში, ალგეთში, თაზაქენდში, კასუმლოში, აღმამედლოში, კუშჩუში, კაჩაგანში, თაქალოსა და ხანჯიგაზლოში.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს მარნეულისათვის 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

განსაზღვრულია დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალიც, რომელშიც გასულ წლებთან განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნაცაა შესაძლებელი.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 10-დან 21 თებერვლის ჩათვლით
გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ერიაში შექმნილი სამი სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს.

ამავე თემაზე: თაზაქენდის მოსახლეობამ სოფლის კრებაზე მხარი გარე განათების მოწყობას დაუჭირა


რა პროექტების მოთხოვნა არის შესაძლებელი კრებებზე:
{{VIDEO}}

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები