11 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება 6
სოფელში ჩატარდება.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, კრება გაიმართება ყიზილაჯლოში,
აზიზქენდში, გაჯისაქენდში, ბეითარაფჩიში, ბაითალოსა და ულაშლოში.
გთავაზობთ კრების ჩასატარებელი ადგილების დასახელებას, სოფლებზე
გამოყოფილ თანხას და კრების ლეგიტიმაციისათვის საჭირო ხელმოწერების
რაოდენობას:
- 11 თებერვალი 15:00 სთ, სოფ. ყიზილაჯლო (ადმინისტრაციულ
შენობის მიმდებარედ) - კონსულტაცია- 200 ხელმოწერა, 20 000
ლარი
- 11 თებერვალი 11:00 სთ, სოფ. აზიზქენდი, სკოლის მიმდებარე
ტერიტორია - კონსულტაცია- 200 ხელმოწერა, 20 000 ლარი
- 11 თებერვალი 13:00 სთ, სოფ. გაჯისაქენდი, სკოლის
მიმდებარე ტერიტორია - კონსულტაცია - 100 ხელმოწერა 16 000
ლარი
- 11 თებერვალი 13:00 სთ , სოფ. ბეითარაბჩი სკოლის
მიმდებარე ტერიტორია - საერთო კრების სხდომა - 20%-ის ხელმოწერა, 16
000 ლარი
- 11 თებერვალი 11:00 სთ , ბაითალო –სკოლის მიმდებარე
ტერიტორია - საერთო კრების სხდომა - 20%-ის ხელმოწერა , 12 000
ლარი
- 11 თებერვალი 12:00 სთ, სოფ. ულაშლო– სკოლის შენობა -
კონსულტაცია–100 ხელმოწერა - 12 000 ლარი
მარნეულისათვის 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის
რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10
000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.
განსაზღვრულია დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალიც, რომელშიც
გასულ წლებთან განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნაცაა
შესაძლებელი.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 10-დან 21
თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ერიაში
შექმნილი სამი სამუშაო ჯგუფი ჩაატარებს.
ამავე თემაზე:
მარნეულის მერის სოფელში სარწყავი არხის მოწყობას დაუჭირეს მხარი