მოსახლეობის 2.7% ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებებიდან იღებს - საზოგადოებრივი აზრის კვლევა
„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობი უმრავლესობა ძირითადად ინფორმაციას საქართველოს სატელევიზიო არხებიდან და სოციალური მედიიდან იღებენ.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას ასევე იღებენ არაფორმალური წაყაროებით, საქართველოს ინტერნეტ გვერდებით, უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებით, საქართველოს ჟურნალ-გაზეთებითა და რადიო არხებით.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 2.7% ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებებიდან იღებენ, 1% რუსული მედიასაშუალებებიდან, ასევე 1% თურქული
მედიასაშუალებებიდან, 0.6% ევროპული/ამერიკული მედიასაშუალებებიდან, ხოლო 0.4% სომხური მედიასაშუალებებიდან.

ხუთ ყველაზე გავრცელებულ წყაროს შორის, საედანაც მოსახლეობა საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებენ აზერბაიჯანული მედიებიც შედის (2.7%), ასევე საქართველოს ინტერნეტ გვერდები (7.6%), არაფორმალური წყაროები (12.6%), სოციალური მედია (56.8%) და საქართველოს სატელევიზიო არხები (66.3%).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვია შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, საქართველოს მასშტაბით, იანვარში განახორციელა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2 000-მა რესპოდენტმა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები