იმირში სტიქიით დანგრეული ხიდის ასაშენებლად მარნეულის მერია 302 200 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ იმირში, მდინარე შულავერაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟსა და ახალი ხისიდ მშენებლობას გეგმავს. მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მდინარე შულავერაზე არსებული ხიდი, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით მოაწყო, 2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაინგრა.

„ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი ხარჯებით მოწყობილი იყო საავტომობილო ხიდი 9 მეტრი სიგრძის რკ.ბეტონის კოჭებით, რომლებიც დაყრდნობილი იყო
რკ.ბეტონის ბლოკებით მოწყობილ ბურჯებზე.
2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიის შედეგად არსებული ხიდი დაინგრა და დღევანდელ დღეს მოსახლეობას საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებთან მისასვლელად უხდება დამატებითი გზის გავლა მანქანით გადაადგილების გარეშე, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის მათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობლობა“.
- აღნიშნულია ხიდის მშენებლობის პროექტში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ იმირში, მდინარე შულავერაზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშნებლობას 302 200 ლარად გეგმავს.

მარნეულის მერიამ სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 11 თებერვალს გამოაცხადა. კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების წარდგენა 1-6 მარტის პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები